საბაურთალოს დამოუკიდებელი კანდიდატი ვატო შაქარიშვილი მოსახლეობასთან ერთად უკანონო მშენებლობას აპროტესტებს

საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ვატო შაქარიშვილი ცინცაძის 58 ნომერში უკანონო მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შაქარიშვილი წლებია აღნიშნულ მისამართზე თბილისის მერიის უკანონო მშენებლობაზე ნებართვის გაცემას მობინადრეებთან ერთად აპროტესტებს.

მოსახლეობამ გამოიჩინა საოცარი სიმტკიცე „არ დავუშვებ ხალხის ნების წინააღმდეგ უკანონო მშენებლობას, ბოლომდე ვიდგები მათ გვერდით, და ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ ურბანულ ზონდერებზე“ – განაცხადა შაქარიშვილმა.

24 აგვისტოს თბილისის მერიაში დაგეგმილ განხილვას საბაურთალოს დამოუკიდებელი კანდიდატი ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაესწრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები