კოვიდპანდემიის მიუხედავად, ტურიზმსა და ავიაციის სექტორში აღდგენის დადებითი დინამიკა გვაქვს – მარიამ ქვრივიშვილი

რთული ეპიდვითარების მიუხედავად, ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზრდილია. ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ სტატისტიკამ მოლოდინს გადააჭარბა, ეს კი ეკონომიკაზე დადებით გავლენას მოახდენს.

„მიუხედავად კოვიდპანდემიისა ტურიზმში, ისევე როგორც ავიაციის სექტორში აღდგენის საკმაოდ დადებითი დინამიკა გვაქვს.

გულწრფელად გითხრათ, მოლოდინებს გადააჭარბა იმ ციფრებმა, რომელიც დღეს გვაქვს. ეს ყველაფერი დადებითად აისახება ტურიზმში დასაქმებულ ადამიანებზე, იმ მეწარმეებზე, რომლებიც ტურიზმის სექტორში არიან“, – აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები