ირაკლი ღარიბაშვილი ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველი ხარისხის ორდენით – „დამსახურებისთვის” დააჯილდოვა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში, ყირიმის პლატფორმის სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველი ხარისხის ორდენით – „დამსახურებისთვის” დააჯილდოვა.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ასევე დააჯილდოვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი – შარლ მიშელი, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი – ვალდის დომბროვსკისი, პოლონეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ფინეთის, სლოვაკეთისა და მოლდოვას პრეზიდენტები; რუმინეთის, სლოვაკეთის და ხორვატიის პრემიერმინისტრები. საქართველოს პრემიერმინისტრმა, 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერებთან ერთად, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს ყირიმის პლატფორმის სამიტში მიიღო მონაწილეობა. ირაკლი ღარიბაშვილმა სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები