პაატა იმნაძე: ყოველი 1000 ადამიანიდან, ვინც ავად გახდება, 10-13 დაიღუპება – “ლოკდაუნი” არა, თუმცა,არსებული რეგულაციების გამკაცრება განიხილება
“კახეთში შეიძლება, იყოს არასასიამოვნო პროგნოზი იმიტომ, რომ მობილობა საკმაოდ დიდია, მოგეხსენებათ, რთველი იწყება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს.
იმნაძე ვაქცინაციის აუცილებლობას უსვამს ხაზს.
“კახეთში შეიძლება, იყოს არასასიამოვნო პროგნოზი იმიტომ, რომ მობილობა საკმაოდ დიდია, მოგეხსენებათ რთველი იწყება. დიდი იმედი მაქვს კახელების სიბრძნის და ისინი, ვიცი, რომ კარგად ჩაებმებიან აცრების კამპანიაში. ,,ლოკდაუნის,, საკითხი არ განიხილება, განიხილება ის, რომ გამკაცრდეს არსებული რეგულაციები და დაემატოს ის რეგულაციები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკაზე არ მოახდენს დამღუპველ ზეგავლენას. ყოველი 1000 ადამიანიდან, ვინც ავად გახდება, 10-13 დაიღუპება”, – აცხადებს პაატა იმნაძე.