ეკატერინე ტიკარაძე: ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ხვალ საკოორდინაციო საბჭოზე დამატებით ღონისძიებებზე ვიმსჯელებთ
“ხვალ საბჭოზე სხვა დამატებით ღონისძიებებზე ვიმსჯელებთ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ქვეყანაში არსებულ მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ შედეგების შეფასებისთვის საჭიროა 2 კვირა. ჯერ მხოლოდ ერთი კვირაა გასული, საჭიროა, დაველოდოთ. ასევე, ჩვენ ხვალ საბჭოზე ვიმსჯელებთ სხვა დამატებით ღონისძიებებზე, გამომდინარე იქედან, თუ რა ეპიდვითარება გვაქვს დღეს“, – აღნიშნავს ტიკარაძე.