ეკატერინე ტიკარაძე: სამწუხაროდ, გაფრთხილებები და რეკომენდაციები საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ დაგვეჯერებინა, თუ რამხელა რისკისა და საფრთხის წინაშე ვიდექით

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესება მოქალაქეების მხრიდან რეკომენდაციებისა და რეგულაციების შეუსრულებლობამ განაპირობა.

„ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებდა, რომ თავი უნდა აგვერიდებინა ნებისმიერი მასობრივი ღონისძიებებისგან, მათ შორის, 400-700-კაციანი ქორწილებისგან და, ასევე, ხალხმრავალი ქელეხებისგან. სამწუხაროდ, ეს გაფრთხილებები და რეკომენდაციები საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ ჩვენ დაგვეჯერებინა, თუ რამხელა რისკისა და საფრთხის წინაშე ვიდექით. ამის შედეგი გახლავთ სწორედ ის, რაც დღეს მივიღეთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები