დიღმის საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 60 პაციენტია მოთავსებული
დიღმის საველე ჰოსპიტლის კოორდინატორის რევაზ კუჭუხიძის განცხადებით, ამ დროისთვის მათთან 60 პაციენტია მოთავსებული.
მისივე თქმით, პაციენტები ჟანგბადდამოკიდებულნი არიან.
„ამ დროისთვის საველე ჰოსპიტალში 60 პაციენტია. საშუალო სიმძიმის და ჟანგბადდამოკიდებული პაციენტები არიან. ერთი პაციენტის რეფერირება მოხდა ჰოსპიტალში მისი თანხმლები დაავადებების გამო. მიღებას ვაგრძელებთ“, – აღნიშნა კუჭუხიძემ.