თამარ გაბუნია: ამ ეტაპზე, დამატებით შეზღუდვებზე საუბარი არ არის, გარკვეულწილად, იკვეთება მცირედი სტაბილიზაციის სურათი

“ამ ეტაპზე, დამატებით შეზღუდვებზე საუბარი არ არის, გარკვეულწილად, იკვეთება მცირედი სტაბილიზაციის სურათი”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, მთავარია, დაწესებული შეზღუდვები აღსრულდეს.

„ჯერჯერობით, მთავარია, დაწესებული შეზღუდვების აღსრულება. ამ ეტაპზე, დამატებით შეზღუდვებზე საუბარი არ არის. ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, რიცხვები დღეს შედარებით ნაკლებია, ვიდრე იყო გუშინ და თუნდაც კვირის დასაწყისში. კარგია, რომ ახალი შემთხვევების ნახტომისებურ მატებას არ ვხედავთ. რა თქმა უნდა, ჯერ ნაადრევია რაიმე ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება, მაგრამ ამ რიცხვების საფუძველზე გარკვეულწილად იკვეთება მცირედი სტაბილიზაციის სურათი. ამდენად, მთავარია, აღვასრულოთ ის რეკომენდაციები და რეგულაციები, რომლებიც უკვე დაწესებულია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები