თამარ გაბუნია: საველე ჰოსპიტალში 9 პაციენტია, მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის

“საველე ჰოსპიტალში 9 პაციენტია, მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, ჰოსპიტალი დღეიდან უკვე სრული დატვირთვით შეუდგება მუშაობას.

„გუშინ საღამოს დადგა იმის აუცილებლობა, რომ საველე ჰოსპიტალის ოპერირება დაგვეწყო, ცხრა პაციენტი განთავსდა საველე ჰოსპიტალში. პაციენტების მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის და ჰოსპიტალი დღეიდან უკვე სრული დატვირთვით შეუდგება მუშაობას. საუბარია დიღმის ჰოსპიტალზე. საველე ჰოსპიტალი ძირითადად არის დროებითი დაყოვნებისთვის, ასეთ შემთხვევაში ჩვენთვის მთავარია, რომ მოხდეს პაციენტის დროული სტაბილიზაცია და შემდეგ მისი გადამისამართება სიმძიმიდან გამომდინარე. ვფიქრობთ, რომ ორ სამ დღეზე მეტი არ უნდა მოგვიხდეს საველე ჰოსპიტალში პაციენტის დაყოვნება და შემდეგ მოხდება მისი გადაყვანა სასტუმროში ან სხვა ჰოსპიტალში, რაც იქნება მისი მართვისთვის საჭირო“, – განაცხადა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები