“2011 წლიდან არის ეს საგუშაგო და აქტიურად განიხილება საკითხი ჟენევის მოლაპარაკებებზე” – სუს-ის განმარტება
დავით ქაცარავამ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ფოტომასალა გამოაქვეყნა. პოსტში ის წერს, რომ საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სოფლებთან ახლოს უჩვეულო საგუშაგო აღმოაჩინეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში “კვირას” განუცხადეს, რომ ეს საგუშაგო ჯერ კიდევ 2011 წლიდან არსებობს. ის თავდაპირველად სათვალთვალო პუნქტი იყო და შემდეგ გადაკეთდა საგუშაგოდ.
“აღნიშნულ ტერიტორიაზე ბლოკ-საგუშაგო 2011 წლიდან არის განთავსებული, ჯერ სათვალთვალო პუნქტი იყო, შემდეგ უკვე საგუშაგო. ამის შესახებ არაერთხელ დაყენებულა საკითხი სხვადასხვა საერთაშორისო მოლაპარაკების, მათ შორის, ჟენევის მოლაპარაკებების დროსაც და საკმაოდ აქტიურად განიხილება. აღსანიშნავია, რომ საგუშაგო საოკუპაციო ზოლიდან საკმაოდ მოშორებით მდებარეობს”, – განაცხადეს სუს-ში.