მეუფე ნიკოლოზი: ვაქცინაციის დემონიზაცია არის სრულებით მიუღებელი და ყველა მცდელობა, რომ ვაქცინაში ეშმაკისეული რაღაც ჩავტენოთ
“ვაქცინაციის დემონიზაცია არის სრულებით მიუღებელი და ყველა მცდელობა, რომ ვაქცინაში ეშმაკისეული რაღაც ჩავტენოთ”, – ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა.
მისივე თქმით, აცრა არაა სავალდებულო და არც ძალდატანება შეიძლება.
„წმინდა სინოდის სხდომაზე ვთქვით, რომ ამას ზიარებასთან კავშირი არ ექნება. ეს თითოეულმა მოქალაქემ პირადად უნდა გადაწყვიტოს ექიმებთან კონსულტაციის შედეგად. ეს სამედიცინო შინაარსის თემაა. არც აცრაა სავალდებულო, არ შეიძლება ძალდატანება. მეორე მხრივ, მიმაჩნია, რომ ვაქცინაციის დემონიზაცია არის სრულებით მიუღებელი და ყველა მცდელობა, რომ ვაქცინაში ეშმაკისეული რაღაც ჩავტენოთ, შინაარსიანი არ არის. პირადად მე, კონსულტაცია გავიარე ექიმთან და მან აცრა არ მირჩია. აცრისაკენ მოწოდებას სამედიცინო განათლება სჭირდება, რომელიც მე არ გამაჩნია. ამიტომ, ჩემს თავს უფლებას ვერ მივცემ, ვინმეს აცრისკენ ან თავშეკავებისკენ მოვუწოდო. ეკლესია ყოველთვის კომპეტენტური უნდა იყოს თავის სფეროში. ეს რომ საღვთისმეტყველო საკითხი ყოფილიყო, მაშინ მოწოდებას აუცილებლად გავაკეთებდით“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.