ლევან დავითაშვილი: გურია მსოფლიოს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნაწილად იქცა – ჩვენი ჭარბტენიანი ტერიტორიები UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაში შევიდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ,,ქართული ოცნების” ლანჩხუთის მერობის კანდიდატის, ალექსანდრე სარიშვილის წარდგენის ღონისძიებაზე 2021 წელს UNESCO-ს მიერ მიღებული იმ გადაწყვეტილების შესახებაც ისაუბრა, რომლის თანახმად კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკები და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები, „კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების” სახელით, მსოფლიოს 213 ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხას დაემატა და ღირსეული ადგილი მოიპოვა ამაზონის ტყის, გრანდ კანიონის ეროვნული პარკის, იელოუსტოუნის ეროვნული პარკის, მთა ეტნას, შვეიცარიის ალპების გვერდით.
„არ შეიძლება, არ აღინიშნოს, რომ გურია გამოირჩევა ნიჭიერი ადამიანებით. ბევრი გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე, სოფლის მეურნეობის დარგის მეცნიერი გურიიდან მოდის. გურია ასევე გამორჩეულია ბუნებრივი და ისტორიული ღირებულებებით. წელს ივლისში განსაკუთრებული ფაქტი მოხდა. ჩვენი ჭარბტენიანი ტერიტორიები UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაში შევიდა, რაც ნიშნავს, რომ ეს ადგილი მსოფლიო რუკაზე აღინიშნება, მსოფლიოსთვის საინტერესო ადგილი გახდა. კოლხეთის ეროვნული პარკი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ნაწილია. ეს ის ადგილებია, რომელიც რუკაზე უკვე ისეთივე მნიშვნელობისაა, როგორც ყველასთვის ცნობილი ამაზონის ტყე, იეულოსტონის დაცული ტერიტორიები, ბაიკალის ტბა და ბევრი სხვა, რომელიც მსოფლიოს ყველა მოქალაქისთვის, ბუნების მოყვარულისთვის არის ცნობილი. გურია მსოფლიოს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნაწილად იქცა”, – განაცხდა ლევან დავითაშვილმა.