თამარ გაბუნია: საბედნიეროდ, აჭარასა და თბილისში ინფიცირების ნახტომისებური მატება აღარ გვაქვს
“საბედნიეროდ, აჭარასა და თბილისში ინფიცირების ნახტომისებური მატება აღარ გვაქვს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, შეზღუდვების დაწესების შემდეგ, სულ მცირე, 2 კვირა სჭირდება იმას, რომ შეზღუდვების ეფექტი დავინახოთ.
„საბედნიეროდ, აჭარასა და თბილისში ინფიცირების ნახტომისებური მატება აღარ გვაქვს. ვფიქრობთ, ეს უკავშირდება სწორედ იმ რეგულაციებს, რაც ბოლო პერიოდში დაწესდა. შეზღუდვების დაწესების შემდეგ, სულ მცირე, 2 კვირა სჭირდება იმას, რომ ჩვენ შეზღუდვების ეფექტი დავინახოთ. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიმდინარე და მომდევნო კვირაც იქნება ის პერიოდი, რაც ჩვენ სტაბილიზაციის შესაძლებლობას მოგვცემს. დღევანდელ სიტუაციაში ინფიცირების მატება უფრო მეტად აღინიშნება იმ რეგიონებში, სადაც ინფექციის გავრცელება შედარებით გვიან დაიწყო, მაგალითად, იმერეთი, კახეთი, შიდა ქართლი და ქვემო ქართლი. საბედნიეროდ, აჭარასა და თბილისში ინფიცირების ნახტომისებური მატება აღარ გვაქვს. ვფიქრობთ, ეს უკავშირდება სწორედ იმ რეგულაციებს, რაც ბოლო პერიოდში დაწესდა“, – განაცხადა გაბუნიამ.