თამარ გაბუნია: 7 700-მდე საწოლია მობილიზებული, შესაძლებლობების მაქსიმუმს ვუახლოვდებით
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ დროისთვის, 7 700-მდე საწოლია მობილიზებული.
მისივე თქმით, საწოლების რაოდენობა კიდევ დაემატება.
„ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა არის მაქსიმალური. მობილიზებულია 7 700-მდე საწოლი. ბოლო კვირის განმავლობაში კიდევ დაემატა საწოლების რაოდენობა. ამგვარად, ჩვენ ვუახლოვდებით გარკვეულწილად შესაძლებლობების მაქსიმუმს, რაც აქვს ჰოსპიტალურ სექტორს 8 000 საწოლის სახით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.