საქართველოში კორონავირუსით კიდევ 58 ადამიანი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 58 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 590 პირი ემსხვერპლა.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 49 468 კვლევა ტესტით, მათ შორის 29 152 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 316 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 921 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 501 297-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.95%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.78% ხოლო 7 დღის მანძილზე – 11.01%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 471 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 436 977.