საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 18-20 აგვისტოს ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრი, ფრანსისკო ბუსტილიო ბონასო რეგიონული ტურნეს ფარგლებში საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, ვიცეპრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან და ვიცეპრემიერ, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მინისტრ ლევან დავითაშვილთან.
ვიზიტის ფარგლებში, ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრი, ფრანსისკო ბუსტილიო ბონასო ქალაქის კულტურულ ღირსშესანიშნაობებს გაეცნობა, მათ შორის, საქართველოს ეროვნულ მუზეუმსაც ეწვევა.