თენგიზ ცერცვაძე: შემთხვევების ამ კატასტროფული ზრდის ფონზე, გარდაცვალების შემთხვევების მატება გარდაუვალია

“შემთხვევების ამ კატასტროფული ზრდის ფონზე, გარდაცვალების შემთხვევების მატება გარდაუვალია”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ცერცვაძის თქმით, ქვეყნის მთავარი გამოწვევა ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირებაა.

„შემთხვევების ამ კატასტროფული ზრდის ფონზე, გარდაცვალების შემთხვევების მატება გარდაუვალია. ქვეყნის მთავარი ამოცანაა, როგორმე, შეამციროს ინფიცირებულთა რიცხვი. როგორ უნდა მივაღწიოთ შემთხვევების შემცირებას? ორი ძირითადი გზით. ერთი არის რეგულაციების უპირობო, უსიტყვო შესრულება, მეორე არის ვაქცინაცია, ვაქცინაცია, ვაქცინაცია. ჩვენ არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება ასეთი მატება. სწორედ ამიტომ, წინასწარ მივიღეთ პრევენციული ზომები და იხსნება საველე ჰოსპიტლები“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 490 462 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, გამოჯანმრთელდა 429 190, გარდაიცვალა 6 483 პაციენტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები