ზაალ ანჯაფარიძე: 2013 წელს იანუკოვიჩი „კარგი კაცი“ იყო და სააკაშვილმა ორდენიც აშუშხა

„2013 წელს იანუკოვიჩი „კარგი კაცი“ იყო და სააკაშვილმა ორდენიც აშუშხა. სხვათა შორის, 2013 წელს იმ დაჯილდოებულთა სიაში (სულ 154 პირი) ნაცელიტის წარმომადგენლებთან ერთად ბელარუსის „პირსისხლიანი დიქტატორი“ ლუკაშენკოც მოხვდა, დღეს რომ რაღაც ხელშეკრულებაზე წიკვინი აქვთ ატეხილი,“ – ამის შესახებ ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის დაჯილდოების შესახებ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიერ გამოცემულ დოკუმენტს აქვეყნებს.

მისი თქმით, სააკაშვილი და მისი აქაური სატელიტები ხშირად გვახსენებენ ვიქტორ იანუკოვიჩს, როგორც ანტიდასავლურობის სიმბოლოს და იმუქრებიან, რომ მის ბედს ოპოზიციის ოპონენტები გაიზიარებენ.

„დიდად კი არ მხიბლავს მამხილებლის ფუნქცია, მაგრამ ამ შემთხვევაში ვფიქრობ, უნდა ვიტვირთო და, ალბათ, ცოტა ხანი კიდევ მომიწევს, რადგანაც ის, რასაც ცნობილი ნაც-შემადგენლობა (მარტო ნაცმოძრაობა არ იგულისხმება რა თქმა უნდა) აკეთებს ბოლო დღეებში, არ შეიძლება, უპასუხოდ დარჩეს.
სააკაშვილი და მისი აქაური სატელიტები ხშირად გვახსენებენ ხოლმე უკრაინის ექსპრეზიდენტს, ვიქტორ იანუკოვიჩს, როგორც ანტი-დასავლურობის სიმბოლოს, იმუქრებიან მის ბედს გაიზიარებენ ჩვენი ოპონენტებიო (არადა უკრაინაში „მაიდანის“ დროს მისი მოკვლა იყო დაგეგმილი).
ახლა კარგად დააკვირდით ამ დოკუმენტს. 2013 წელს იანუკოვიჩი „კარგი კაცი“ იყო და სააკაშვილმა ორდენიც აშუშხა. სხვათა შორის, 2013 წელს იმ დაჯილდოებულთა სიაში (სულ 154 პირი) ნაცელიტის წარმომადგენლებთან ერთად ბელარუსის „პირსისხლიანი დიქტატორი“ ლუკაშენკოც მოხვდა, დღეს რომ რაღაც ხელშეკრულებაზე წიკვინი აქვთ ატეხილი,“ – წერს ზაალ ანჯაფარიძე ,,ფეისბუქის” გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები