ალექსანდრე გოგინავა: თუ იდეალურად დავიცავთ წესებს, დაახლოებით, ორ კვირაში ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია დაიწყება
“თუ იდეალურად დავიცავთ წესებს, დაახლოებით, ორ კვირაში ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია დაიწყება”, – ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა.
მისი თქმით, რეკომენდაციების დაცვა აუცილებელია.
„ერთი დღის მონაცემებით რთულია, ვიმსჯელოთ- რამდენად მივდივართ სტაბილიზაციისკენ. ამას უახლოესი ერთ კვირა გვაჩვენებს. ჩემი აზრით, უნდა გავაგრძელოთ ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ – მოსახლეობამ აუცილებლად უნდა დაიცვას რეკომენდაციები. თუ იდეალურად დავიცავთ წესებს, დაახლოებით, ორ კვირაში ჩვენთან უკვე ნელ-ნელა დაიწყება ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.