რა ვითარებაა საველე ჰოსპიტლად გადაქცეულ, დიღმის ოლიმპიურ სოფელში
ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, დიღმის ოლიმპიური სოფლის ერთ-ერთ დარბაზში მდებარე საველე ჰოსპიტალში 500 საწოლი უკვე განათავსეს. მობილიზებულია ხელოვნური სუნთქვის აპარატებიც.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, გიორგი წოწკოლაური იმედოვნებს, რომ ქვეყანაში აღნიშნული საველე ჰოსპიტლის გამოყენების საჭიროება არ დადგება.
“იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნული ფართი არ დაგვჭირდება პაციენტების მოსამსახურებლად, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ ეს არის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გადადგმული დამატებითი ნაბიჯი – იმ შემთხვევაში, თუ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება და საჭიროება დადგება, პაციენტებს აქ მოვემსახურებით”, – აღნიშნა წოწკოლაურმა.