ეკატერინე ტიკარაძე: ისრაელმა ვერ წარმოადგინა საკმარისი დოკუმენტაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის საქართველოში გამოსაცდელად
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ისრაელმა ვერ წარმოადგინა საკმარისი დოკუმენტაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის საქართველოში გამოსაცდელად.
„ეს პრეპარატი არ წარმოადგენდა სანდო პრეპარატს, მათ ვერ წარმოადგინეს საკმარისი დოკუმენტაცია იმისათვის, რომ ჩვენ გვქონოდა საკმარისი საფუძველი ამ პრეპარატის საქართველოში გამოსაცდელად და, საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ეს ვერ მივიღეთ, როგორც სანდო პრეპარატი“, – განაცხადა ტიკარაძემ.