ეკატერინე ტიკარაძე: ბავშვებში ინფიცირება მომატებულია, მნიშვნელოვანია, მშობლები მაქსიმალური ყურადღებით მოეპყრონ რეგულაციებს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ბავშვებში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მომატებულია, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, მშობლები რეგულაციებს მაქსიმალური ყურადღებით მოეპყრონ.

მისივე თქმით, თუ მსოფლიო პრაქტიკა მიიღებს გადაწყვეტილებას ბავშვების ვაქცინაციასთან მიმართებით, საქართველოც შეუერთდება ამ გადაწყვეტილებას.

“რა თქმა უნდა, ბავშვებთან დაკავშირებით საჭიროა მაქსიმალური ყურადღება. ჩვენ ვხედავთ, რომ ბავშვებში მომატებულია ინფიცირება. მნიშვნელოვანია მშობლები მაქსიმალური ყურადღებით მოეპყრონ რეგულაციებს, დაიცვან შვილები. დღეს ეს არის ერთადერთი ბერკეტი, რითაც ჩვენ შეგვიძლია ბავშვების დაცვა. თუმცა, თუ მსოფლიო პრაქტიკა მიიღებს გადაწვეტილებას ბავშვების ვაქცინაციასთან მიმართებით, საქართველოც შეუერთდება ამ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნავს ტიკარაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები