კელი დეგნანი: 19 აპრილის შეთანხმება მიღწეულია, პროცესს აკლია მხოლოდ პოლიტიკური ნება, რათა პოლარიზაცია დასრულდეს

“მნიშვნელოვანია, რომ 19 აპრილის შეთანხმება მიღწეულია პოლიტიკური ლიდერებისა და პარტიების მიერ, რომელიც ასახავს იმ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებსა და რეფორმებს, რაც ქვეყანამ უნდა გადადგას – ერთადერთი, რაც ამ პროცესს აკლია, პოლიტიკური ნებაა”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

„მოგეხსენებათ, ახლა უკვე მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია და საარჩევნო კამპანიის პერიოდში ხშირია ხოლმე გამომწვევი განცხადებები. მნიშვნელოვანი ამ სიტუაციაში არის ის, რომ პოლიტიკური ლიდერებისა და პარტიების მიერ მიღწეულია 19 აპრილის შეთანხმება, რომელიც ასახავს იმ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებსა და რეფორმებს, რაც ქვეყანამ უნდა გადადგას, რათა გააძლიეროს საკუთარი დემოკრატია, ეკონომიკა და სხვადასხვა სფერო. არსებობს ყველანაირი მექანიზმი, ამ შეთანხმებაში მოცემულია გზამკვლევი და ორიენტირი, როგორ უნდა განხორციელდეს რეფორმები. ერთადერთი, რაც ამ პროცესს აკლია, გახლავთ პოლიტიკური ნება, რათა დასრულდეს პოლარიზაცია საზოგადოებასა და ქვეყანაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები