თამარ გაბუნია: პირბადის გამოყენების 51%-იანი მაჩვენებელი თუ 90%-ს გადააჭარბებს, დღიური შემთხვევები სულ მცირე 1 000 ერთეულით შემცირდება

“პირბადის გამოყენების 51%-იანი მაჩვენებელი თუ 90%-ს გადააჭარბებს, დღიური შემთხვევები სულ მცირე 1 000 ერთეულით შემცირდება”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პირბადე ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მექანიზმია, რომლის გამოყენების აღსრულება დღეს ძალიან მნიშვნელოვანია.

„დღეს პირბადის გამოყენების 51%-იან მაჩვენებელზე ვართ. თუ ეს მაჩვენებელი გაიზრდება და გადააჭარბებს 90%-ს, ეს მოგვცემს საშუალებას, დღიური შემთხვევები სულ მცირე 1 000 ერთეულით შემცირდეს. პროგნოზული მაჩვენებელი ასეთია. ამდენად, პირბადე კიდევ არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მექანიზმი და მისი გამოყენების აღსრულება ჩვენთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, პირბადის ტარება ხვალიდან სავალდებულო იქნება ღია სივრცეშიც, სადაც ხუთზე მეტი ადამიანი შეიკრიბება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები