მარინა ეზუგბაია: მოგიწოდებთ, ჩაიტაროთ ვაქცინაცია, რომ უსაფრთხო გახდეს ქვეყანა ჩვენი შვილებისთვის

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია მოქალაქეებს იმუნიზაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, ვაქცინაცია მნიშვნელოვანია, რათა ქვეყანა უსაფრთხო გახდეს.

„მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ ვაქცინაცია უფრო გააქტიურდეს და ვაქცინაცია უშიშრად ჩაიტარონ, რადგან არ არსებობს ისეთი გართულებები, რომელიც საშიშია მოქალაქისთვის. სხვადახხვა ქვეყნებში კვლევებია ჩატარებული, რომ დელტა შტამი, რომელიც უფრო გადამდებია და მძიმე დაავადებას იწვევს, აღმოჩნდა, რომ ინფიცირების 95 პროცენტზე მეტი არის არავაქცინირებულებში და ლეტალობა 99,8 პროცენტი არის არავაქცინირებულ პირებში. ვაქცინირებულ ადამიანებში დაავადება მიდის მსუბუქად და მათთან ლეტალობა არ დაფიქსირებულა. ეს არის ამოსავალი წერტილი და მოგიწოდებთ, ჩაიტაროთ ვაქცინაცია, რომ უსაფრთხო გახდეს ეს ქვეყანა ჩვენი შვილებისთვის. ორსული და მეძუძური ქალების აცრასთან დაკავშირებით რეკომენდაცია ყველგან ერთმნიშვნელოვანია, ასეთ შემთხვევაში პაციენტის მდგომარეობა უნდა შეაფასოს ექიმმა. თუ ამ პირების მდგომარეობა ისეთია, რომ შესაძლებელია მათთან ვაქცინაციის ჩატარება. ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ისინი მიიღებენ ვაქცინას ყველანაირი გართულების გარეშე, ასეთ შემთხვევაში ნამდვილად უსაფრთხოა „ფაიზერით“ ორსულებისა და მეძუძურების ვაქცინაცია. „ფაიზერის“ ინსტრუქციაში მითითებულია, რომ უსაფრთხოა ორსულებისთვის. ვაქცინაცია ყველა პირისთვის ის არის ნებაყოფლობითი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები