რატი ბრეგაძე: გლდანის ციხეში, რომელიც წამების სიმბოლო იყო, დღეს პატიმრები არიან დასაქმებული და მოჰყავთ ჟოლო
“ციხეს მართავს ციხის ადმინისტრაცია – რაც შეეხება ციხეებში არსებულ 2012 წლამდე მდგომარეობას, ეს მთელმა მსოფლიომ იხილა”,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გლდანის ციხეში, რომელიც წამების სიმბოლო იყო, დღეს პატიმრები არიან დასაქმებული და მოჰყავთ ჟოლო.
“რაც შეეხება ციხეებში არსებულ 2012 წლამდე მდგომარეობას, ეს იხილა მთელმა მსოფლიომ. გლდანის ციხე, რომელიც იყო წამების სიმბოლო და არაადამიანური მოპყრობის, დღეს გლდანის ციხეში პატიმრები არიან დასაქმებულები, იღებენ შემოსავალს და მაგალითისათვის მოჰყავთ ჟოლო. ციხეს მართავს ციხის ადმინისტრაცია”, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.