თამარ გაბუნია: ჯერჯერობით რეგულაციების გამკაცრება არ იგეგმება, მთავარია აღსრულდეს ის რაც მოქმედია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში რეგულაციების გამკაცრება ჯერჯერობით არ იგეგმება.

მისივე თქმით, მკაცრად რეკომენდირებულია – პირბადის ღია და დახურულ სივრცეში ტარება.

“ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ შემზღუდავი ღონისძიებები და რეგულაციები, რომელიც უკვე დაწესებულია აღსრულდეს და დღეს საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა აღსრულების ზომების და მონიტორინგის გამკაცრებაზე, ასევე, მკაცრ რეკომენდაციებზე პირბადის გამოყენებასთან დაკავშირებით. პირბადის გამოყენება როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში მკაცრად რეკომენდირებულია. ჯერჯერობით, იმ რეგულაციების გამკაცრება რომელიც მოქმედი და დაწესებულია არ არის დაგეგმილი. მთავარია აღსრულდეს ის რაც უკვე მოქმედია”, – განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები