ნიკოლოზ მჭედლიშვილი: შენი ქვეყნის “ჟურნალისტები”, ბოლოს და ბოლოს შენი თანამემულენი იწყებენ პროპაგანდას, რომ უცხოელი ტურისტი არ ჩამოვიდეს
„აჰა, გეგმაც ამოქმედდა, დაიწყეს უკვე იმ საწყალი ავსტრალიელი მოკლული ქალის გვამზე ხტუნაობა. დახტიან ერთი გვამიდან მეორეზე უკვე რამდენი წელია… მაგრამ აქ ახალი ის არის, რომ შენი ქვეყნის “ჟურნალისტები”, ბოლოს და ბოლოს შენი თანამემულენი, იწყებენ პროპაგანდას იმისას, რომ უცხოელი ტურისტი არ ჩამოვიდეს,“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი წერს.
მისი თქმით კრიმინალი ყველგან არის და უფრო მეტი დოზით ვიდრე ჩვენთან, მაგრამ ჟურნალისტები უცხოელებს არ მოუწოდებენ, არ ჩავიდნენ მათ ქვეყნებში.
„აჰა, გეგმაც ამოქმედდა:
დაიწყეს უკვე იმ საწყალი ავსტრალიელი მოკლული ქალის გვამზე ხტუნაობა. დახტიან ერთი გვამიდან მეორეზე უკვე რამდენი წელია…
მაგრამ აქ ახალი ის არის, რომ შენი ქვეყნის “ჟურნალისტები”, ბოლოს და ბოლოს შენი თანამემულენი, იწყებენ პროპაგანდას იმისას, რომ უცხოელი ტურისტი არ ჩამოვიდეს…
სექტის opinion leader-ებმა ღილაკს თითი დააჭირეს, დღეს მათ მიყვებიან სექტის ქვემოთა რგოლები, და შაკალები სხვა პარტიებიდან, “ლელო”, “გირჩი”, “სტრატეგია” და ა.შ. ყველა ერთხმად იტყვის “акела промахнулся”…
კრიმინალი ყველგან არის და უფრო მეტი დოზით ვიდრე ჩვენთან. ლონდონში, რომელიც ძალიან მიყვარს და შანსს არ ვუშვებ, რომ არ ჩავიდე ხოლმე თავისუფალ დროს, ევროპის დედაქალაქებს შორის ყველაზე მეტი კამერა აყენია, იმიტომ, რომ ძალზედ კრიმინალური ქალაქია.
აღარაფერს ვამბობ ნიუ-იორკზე, თვით დედაქალაქ ვაშინგტონზე, და ამერიკის სხვა ქალაქებზე. ბრაზილიის რიოში ხელში მობილური არ უნდა გეჭიროთ, თორემ ხუთ წუთში დარჩებით მის გარეშე, მოტოციკლისტი მძარცველი გაგტაცებთ მას თვალის დახამხამებაში.
არსად მინახავს, რომ ამ ქვეყნების ჟურნალისტები უცხოელებს მოუწოდებდნენ არ ჩავიდნენ მათ ქვეყნებში და ამას სიხარულით აკეთებდნენ,“ – წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.
ცნობისთვის, გუშინ, საქართველოში დაკარგული ავსტრალიის მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს.