თამარ გაბუნია: “ფაიზერით“ ვაქცინაცია ამბულატორიულ დაწესებულებებშიც იქნება შესაძლებელი

“აქამდე „ფაიზერით“ ვაქცინაცია ტარდებოდა ჰოსპიტალურ დაწესებულებებში. დღეს უკვე არის იმის შესაძლებლობა, რომ „ფაიზერით“ ვაქცინაცია შესაძლებელია ამბულატორიულ დაწესებულებებშიც ჩატარდეს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მისაღებად იქნა მიჩნეული ფაქტი, რომ „ფაიზერით“ ვაქცინაცია პოლიკლინიკურ ქსელშიც დაიწყოს.

„მისი რაოდენობიდან გამომდინარე, ასევე მიღებული გამოცდილებიდან და აცრების შემდეგ გვერდითი რეაქციების გათვალისწინებით, რომ განსაკუთრებით სწრაფად დაფიქსირებული გვერდითი რეაქციები არის მინიმალური, „ფაიზერით“ ვაქცინაცია შესაძლებელია ჩატარდეს ამბულატორიულ დაწესებულებებშიც. თბილისში არის რამდენიმე დიდი ძალიან გამოცდილი საოჯახო მედიცინის ცენტრი, ასე რომ ექსპერტების ჯგუფმა, ასევე უწყებათაშორისი საბჭოს წევრებმა, სავსებით მისაღებად მიიჩნიეს ფაქტი, რომ „ფაიზერით“ ვაქცინაცია დაიწყოს პოლიკლინიკურ ქსელშიც. დაახლოებით შვიდი დაწესებულებაა, რომელმაც გამოთქვა მზაობა „ფაიზერით“ ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით. საუბარი იყო სოფლად ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებაზე. რაიონული ცენტრის დაწესებულებები, რომლებიც 66 რაიონში ფუნქციონირებს, ემსახურება სოფლის მოსახლოებას სპეციალიზებული სერვისებისთვის. მთავრობის დადგენილებით, ამ დაწესებულებების პასუხისმგებლობად განისაზღვრება, რომ მათ მოიცვან სოფლის მოსახლეობა ვაქცინაციით. მოცვა განხორციელდება ოჯახის ექიმების ჩართულობით სოფლის ამბულატორიის დონეზე, ასევე რა თქმა უნდა, შესაძლებელია, სადაც საჭირო იქნება, გასვლითი მობილური ამბულატორიების გამოყენება, რაც კიდევ ერთხელ მოგვცემს საშუალებას, რომ სოფლის მოსახლეობაც აიცრას. საუბარია „სინოვაკით“ და „სინოფარმით“ აცრების გაფართოებაზე სოფლის დონეზე“, – განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები