თეა წულუკიანი: გვექნება ლაბორატორია, სადაც შესაძლებელია ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის გენეტიკური ანალიზის ჩატარება, რათა ჩემნაირ ადამიანს არ ეგონოს, რომ კარგი კალათბურთელი გამოვა

“გვექნება ლაბორატორია, სადაც შესაძლებელია ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის გენეტიკური ანალიზის ჩატარება, რათა ჩემნაირ ადამიანს არ ეგონოს, რომ კარგი კალათბურთელი გამოვა”, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა უწყების განვითარების 10-წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ლაბორატორია თანამედროვე ტექნოლოგიებზე იქნება დაფუძნებული.

„სამედიცინო ცენტრების ბაზაზე 10 წლის თავზე ფუნქციონირებს ის, რაც არ გვაქვს ქვეყანაში – ეს გახლავთ თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ლაბორატორია, სადაც შესაძლებელია ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის ე.წ. გენეტიკური ანალიზის, კუნთის ქსოვილის შესწავლა და სხვა ტიპის გამოკვლევების ჩატარება, რათა მათ სწორად დაგეგმონ თავიანთი სპორტული კარიერა და მაგალითისთვის, ჩემნაირ ადამიანს არ ეგონოს, რომ კარგი კალათბურთელი გამოვა“, – განაცხადა მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები