ლაშა ხუციშვილი: კიდევ ერთი გადაუმოწმებელი და ყალბი ნიუსი გავრცელდა, თითქოს სხვა სარეკლამო კომპანიამ 10 საათის შემდეგ მიიღო შეტყობინება საგადასახადო შემოწმებაზე
“ამასობაში კიდევ ერთი გადაუმოწმებელი და ყალბი ნიუსი გავრცელდა, თითქოს სხვა სარეკლამო კომპანიამ 10 საათის შემდეგ მიიღო შეტყობინება საგადასახადო შემოწმებაზე”,- ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ამასობაში კიდევ ერთი გადაუმოწმებელი და ყალბი ნიუსი გავრცელდა, თითქოს სხვა სარეკლამო კომპანიამ 10 საათის შემდეგ მიიღო შეტყობინება საგადასახადო შემოწმებაზე.
ამჯერად ასეთი ამბავია:
მთავარი არხის ე.წ. “გაყიდვების სახლის” საგადასახადო შემოწმების ბრძანება გამოცემულია 23 ივლისს, ამავე დღეს არის გაგზავნილი ელექტრონულად და გადამხდელს გახსნილი აქვს შეტყობინება 27 ივლისს 11:11 საათზე.
რაც შეეხება ინფორმაციაში ნახსენებ კომპანიას, მისი საგადასახადო შემოწმების ბრძანება გამოცემულია 21 ივლისს, ამავე დღეს არის გაგზავნილი ელექტრონულად და გადამხდელს გახსნილი აქვს შეტყობინება 22 ივლისს.
ინფორმაციაში ნახსენები კომპანიის შემოწმების ბრძანება გამოცემულია და ელექტრონულად გაგზავნილი 2 დღით ადრე და არა 10 საათის შემდეგ. გაუგებარია ან ამით რისი დამტკიცების მცდელობას აქვს ადგილი, მაგრამ თავად მოწოდებული ინფორმაციაც არის ტყუილი”,- წერს ხუციშვილი.