მაია ჩხაიძე: 88 ბავშვია კოვიდინფიცირებული და 60-მდე მშობელი, ადგილები კლინიკაში სწრაფად ივსება
88 ბავშვია კოვიდინფიცირებული და 60-მდე მშობელი, საშუალოდ 16-დან 18%-მდეა ბავშვების ავადობა მთელ მოცემულობაში, – ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ ,,რუსთავი 2″-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, კორონავირუსის წინა, მესამე ტალღის პერიოდთან შედარებით, ახლა ბავშვთა ავადობა მომატებულია, მიუხედავად იმისა, რომ დღიური მაჩვენებელი თითქმის იმ პერიოდთან იდენტურია.
“დღეს ჩვენთან დილიდან იყო 88 პაციენტი, პერმანენტულად ხდება გაწერა პაციენტის. ყოველდღიურად საშუალოდ, 14-დან 16 პაციენტამდე ეწერება, მაგრამ ზუსტად ორი საათის განმავლობაში ეს თავისუფალი ადგილები კვლავ ივსება ახალი შემოსული პაციენტებით. მომართვიანობა არის ძალიან მაღალი. 88 პაციენტია ბავშვი კოვიდინფიცირებული და სადღაც 60-მდე მშობელი.
ამ მოცემულობით არის 2 ადგილი თავისუფალი, თუმცა მე რომ თქვენთან ვსაუბრობ, შესაძლებელია სასწრაფომ მოიყვანოს პაციენტი და შეიძლება 10 წუთში აღარ იყოს. ყოველ წუთს ხდება გაწერა და შემოსვლა.
ჩვენ დაახლოებით 20 საწოლის დამატება შეგვიძლია, მეტი რესურსი ჩვენთან არ არის და გავხდებით 175 საწოლიანი კოვიდ მიმღები კლინიკა. სხვა რესურსი ჩვენს კლინიკას არ აქვს.
კორონავირუსის წინა, მესამე ტალღის პერიოდთან შედარებით, ახლა ბავშვთა ავადობა მომატებულია, მიუხედავად იმისა, რომ დღიური მაჩვენებელი თითქმის იმ პერიოდთან იდენტურია. ახლა საშუალოდ 16-დან 18%-მდეა ბავშვების ავადობა მთელ მოცემულობაში. ყოველ კვირაში მთელს მსოფლიოში ემატება ბავშვთა ავადობის რაოდენობა,“ – განაცხადა მაია ჩხაიძემ.