დავით რეხვიაშვილი: კლინიკა, განსაკუთრებით კოვიდმიმართულება მაქსიმალურ დატვირთვაზე მუშაობს
ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის ხელმძღვანელის დავით რეხვიაშვილის თქმით, საავადმყოფოში მიმართვიანობამ თვის დასაწყისში მოიმატა.
მისივე თქმით, ჯერჯერობით პაციენტების მიღებასა და გაწერას შორის კლინიკა ბალანსს ინარჩუნებს, თუმცა კოვიდმიმართულება განსაკუთრებული დატვირთვით მუშაობს.
“კლინიკაში მომართვიანობის მატება თვის დასაწყისიდან დაიწყო და ავიდა იმ სტაბილურ მაჩვენებელზე, სადაც დღეში 15-20-30 პაციენტამდე ხდება პაციენტების შემოდინება. დაახლოებით ისეთივე რაოდენობით, 10-დან 20 პაციენტამდე ვახერხებთ გაწერას და ამიტომ ბალანსი შენარჩუნებული გვაქვს, თუმცა კლინიკა მუშაობს, კოვიდმიმართულება განსაკუთრებით, მაქსიმალურ დატვირთვაზე”,- აღნიშნა რეხვიაშვილმა.