თამარ გაბუნია: დღეს არსებული შემთხვევები მაისის პიკთან გვაახლოებს, მიმდინარე კვირა გვაჩვენებს, რა მიმართულებით წავა გავრცელების ტენდენცია
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის დღეს არსებული შემთხვევები მაისის პიკთან გვაახლოებს. ამის შესახებ მან საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.
მისივე თქმით, მიმდინარე კვირა გვაჩვენებს, რა მიმართულებით წავა გავრცელების ტენდენცია.
„დღეს დაიწყო „ფაიზერით“ ვაქცინაცია. „ფაიზერზე“ 150 ათასამდე მოქალაქე დარეგისტრირდა, რეგისტრაციის პროცესი გრძელდება. პერიოდულად ადგილები ემატება როგორც თბილისში, ასევე სხვა რეგიონებში. ქვეყანაში შემოვიდა ნახევარი მილიონი დოზა ამერიკის მთავრობის დონაციის პროგრამის საშუალებით. ეს დოზები საკმარისია 250 ათასი პირის ასაცრელად. მოკლე ხანში შესაძლებელი იქნება დაგეგმილი მოცულობის მიღწევა ვაქცინაციის მიმართულებით. დღეში 8 ათასამდე ადამიანი რეგისტრირდება, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ეს რაოდენობა მხოლოდ „ფაიზერისთვის“ თითქმის უნდა გაორმაგდეს, რომ მიღებული დოზები გამოვიყენოთ და რაც მომავალში შემოვა. დღეს არსებული შემთხვევები მაისის პიკთან გვაახლოებს. მიმდინარე კვირა გვაჩვენებს, რა მიმართულებით წავა გავრცელების ტენდენცია – ქვემოთ წამოვა, თუ იქნება შემდგომი ესკალაცია, ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ დავიცავთ რეკომენდაციებს. მთავარია, წესების დაცვა. მხოლოდ ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ შემდგომი ესკალაცია არ მივიღოთ და პროცესი ქვემოთ წამოვიდეს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.