ზურაბ ქადაგიძე – ,,ტვ პირველს”: ფსიქოლოგიური ძალადობა არანაკლებ დანაშაულია, ვიდრე – ფიზიკური, ფსკერს ქვევით ხართ უკვე
“რა განსხვავებაა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას შორის? – არავითარი! დილიდან რას ან ვის ელოდებიან სახლთან, რა უნდა ჰკითხონ ოჯახის წევრებს, ბავშვებს, მეზობლებს?- როდის გადადგება პრემიერიო?”, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, ზურაბ ქადაგიძე პრემიერმინისტრის მშობლების სახლთან ,,ტვ პირველის” ჟურნალისტების ყოფნას.
მისი თქმით, ფსიქოლოგიური ძალადობა არანაკლებ დანაშაულია, ვიდრე – ფიზიკური.
„რა განსხვავებაა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას შორის? -არავითარი!
დილიდან რას ან ვის ელოდებიან სახლთან, რა უნდა ჰკითხონ ოჯახის წევრებს, ბავშვებს, მეზობლებს?- როდის გადადგება პრემიერიო?
ან ვინმემ რომ გალანძღოს ამ საქციელისთვის, რას იტყვის?-ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელს მიშლიან და ძალადობენო?
არანაირი განსხვავებაა, ხელში ჯოხი გეჭირება თუ მიკროფონი? ფსიქოლოგიური ძალადაბა არანაკლებ დანაშაულია, ვიდრე – ფიზიკური. ფსკერს ქვევით ხართ უკვე“, – წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.