გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტმა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს საჩუქარი გადასცა

გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის ევრაზიის განყოფილების დირექტორმა პროფესორმა სვენდ ჰანსენმა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გერმანელი და ქართველი სპეციალისტების მიერ, ერთობლივად ჩატარებული კვლევების შედეგებზე დაყრდნობით დამზადებულ ქსოვილი გადასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული მუზეუმი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული ქსოვილი ექსპერიმენტული კვლევის შედეგად შეიქმნა იმ ქსოვილის ფრაგმენტის მიხედვით, რომელიც ლაგოდეხში, ძვ.წ. III ათასწლეულით დათარიღებულ ყორღანულ სამარხში აღმოჩნდა 2012 წელს (ექსპედიციის ხელმძღვანელი ზურაბ მახარაძე).
ექსპერიმენტული არქეოლოგია არის არქეოლოგიის დარგი, რომელიც სწავლობს პრეისტორიული ხანის არტეფაქტების ფუნქციას, მათი დამზადების ტექნიკასა და პროცესს.
ექსპერიმენტული არქეოლოგია ხელს უწყობს თეორიების შემოწმებას, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები