მაია ჩხაიძე: ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში 76 კოვიდინფიცირებული ბავშვი მკურნალობს
“ამ წუთას, კლინიკაში 76 კოვიდინფიცირებული ბავშვი წევს, აქედან 22 პაციენტი რეანიმაციის განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას, აქედან ერთი ბავშვის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა”, – ამის შესახებ ციციშვილის ბავშვთა სახელობის კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მხოლოდ გუშინ კლინიკაში 21 ბავშვი იქნა შეყვანილი.
“ამ წუთას, კლინიკაში 76 კოვიდინფიცირებული ბავშვი წევს, აქედან 22 პაციენტი რეანიმაციის განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას, აქედან ერთი ბავშვის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა, რომელიც 29 რიცხვში ჩვენთან სხვა კლინიკიდან გადმოვიდა, სუნთქვის უკმარისობის გამო გადმოიყვანეს. მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ამ წუთას სტაბილურად მძიმედ ითვლება მისი მდგომარეობა. ჯერჯერობით ადგილი გვაქვს, მაგრამ გუშინ მაგალითად, 21 ბავშვია შემოსული, მათთან ერთად მშობლებიც”,- განაცხადა ჩხაიძემ.