დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა: მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა ის, რასაც წლების განმავლობაში ვამბობდით, რომ ჩემი ძმა არის უდანაშაულო
მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, დეკანოზ გიორგი მამალაძეს პატრიარქის მკვლელობის მცდელობა დააბრალეს.
“მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა ის, რასაც წლების განმავლობაში მამა გიორგის ოჯახი ვიძახდით, რომ ჩემი ძმა არის უდანაშაულო. მეუფე ნიკოლოზს ჩვენთვის გასაკვირი არაფერი უთქვამს, რადგან ჩვენ ჩემი ძმის უდანაშაულობაში დარწმუნებულები ვართ. მაშინ პრემიერი იყო კვირიკაშვილი და ვფიქრობ, რომ გამოძიების საკითხია, თუ ვის ინტერესებში შედიოდა და რას ემსახურებოდა მთელი ეს საკითხი. დღესდღეობით, ჩემი ძმა – უდანაშაულო ადამიანი, პარალიზებულ მდგომარეობაში ისევ საპყრობილეშია”,- განაცხადა მამალაძემ.