“დელტა შტამით” ინფიცირებული კიდევ ერთი ჩვილი გარდაიცვალა
თბილისში, ციციშვილის კლინიკაში კოვიდინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკაში ადასტურებენ.
ჩვილი კორონავირუსის “დელტა შტამით” იყო ინფიცირებული და ის კლინიკაში 1-ელ ივლისს შეიყვანეს.
წინა კვირას ამავე კლინიკაში მოთავსებული, კოვიდინფიცირებული, 25 დღის ჩვილი კორონავირუსის “ალფა შტამით” გარდაიცვალა.