შალვა პაპუაშვილი – 5-6 ივლისზე: მნიშვნელოვანია, შს მინისტრისგან მოვისმინოთ რა რისკები იყო გათვლილი
5-6 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს პარლამენტში ელოდებიან.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი აგრესია იყო ყველასთვის მოულოდნელი და მოვლენები სპონტანურად განვითარდა.
“მთავარი საკითხი ეხება 5 ივლისს დილით განვითარებულ მოვლენებს. მგონი ვთანხმდებით, რომ ეს იყო სპონტანური ძალადობა და მოულოდნელი, რომ ჟურნალისტების მიმართ იქნებოდა ამხელა აგრესია.
ამიტომ, მნიშვნელოვანია, მინისტრისგან მოვისმინოთ რა რისკები იყო გათვლილი, რა რისკების გათვლა შეიძლებოდა ობიექტურად და ასევე, მას შემდეგ, რაც ძალადობა დაიწყო, რა რეაგირება ჰქონდა შს სამინისტროს, როგორ მოხდა ძალების მობილიზება, ან ძალადობის ლოკალიზება”, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.