ზურაბ ქადაგიძე – დიღმელაშვილს: შენ, მაქარაშვილმა და მშვილდაძემ უნდა მოაწყოთ საქართველოში მაიდანი?

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში შოთა დიღმელაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომ საქართველოში თუ იქნება მაიდანი ისინი გაიმარჯვებენ.

ქადაგიძის თქმით, რომ აპროტესტებ ძალადობას და მერე აცხადებ მინიმალური მსხვერპლით – მაიდანიო, არანაირი განსხვავება შენს და 5 ივნისს ჟურნალისტებზე მოძალადეებს შორის არ არის.

“ტიპი არის ჩვეულებრივი სტალინელი- ერთი ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა, ათასების სტატისტიკაო, რომ ამბობდა. ლექსოსთვისო.. არა ძალადობასო და მერე აყოლებს მინიმალური მსხვერპლიო.. მაიდანიო.. ესენი აპროტესტებენ ძალადობას? ამათ უნდათ მშვიდი და “ფერადი” ცხოვრება? არანაირი განსხვავებაა მოძალადეს, რომელიც 5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობდა და ფსევდო ლიბერალებს შორის,რომელთაც “მაიდანი” უნდათ. 4 ტელევიზია, 15 პარტია, არასამთავრობო სექტორის უმრავლესობა მობილიზებული გყავთ და 1000 კაცს ვერ კრიბავთ. იმიტომ რომ არ ხართ ხალხის სურვილების გამხმოვანებლები. შენ, მაქარაშვილმა და მშვილდაძემ უნდა მოაწყოთ მაიდანი?”, წერს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები