შოთა დიღმელაშვილი: მიზანი არის, რომ მინიმალური მსხვერპლით მოვიგოთ ეს ომი – საქართველო, მაინც გახდება ევროპული ოჯახის ნაწილი

“საქართველოს ძირითადი ნაწილი, 80 პროცენტი ევროინტეგრაციას უჭერს მხარს”, – ამის შესახებ ჟურნალისტმა, შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილი მაინც გახდება, ამოცანა კი არის ის, რომ ამ გზაზე სახელმწიფო მინიმალურად დაზიანდეს.

“საქართველოს ძირითადი ნაწილი, 80 პროცენტი ევროინტეგრაციას უჭერს მხარს. თუ მაიდნამდე მივა აქ საქმე, ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ ქართველი საზოგადოება არის ჭკვიანი. მათ უნდათ ეს დახატონ, როგორც ველური, მოძალადე მასა, რომელიც მოსაკლავად დასდევს ხალხს, მაგრამ ამისთვის საპატრიარქომ აგროვა ხალხი და 2 000-ზე მეტი ვერ შეაგროვა. ამ ომს მოვიგებთ, უბრალოდ მიზანი არის, რომ მინიმალური მსხვერპლით მოვიგოთ ეს ომი. საქართველო, მაინც გახდება ევროპული ოჯახის ნაწილი, უბრალოდ ჩვენი ამოცანაა, რომ ამ გზაზე სახელმწიფო მინიმალურად დაზიანდეს”,- განაცხადა დიღმელაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები