გურამ ფალავანდიშვილი: ის ხალხი, ვინც ჟურნალისტებს შეეხო, გაამწარეს ჟურნალისტებმა, თქვენ გეკუთვნით დაჭერა – ცემის მიზეზი ინგა გრიგოლიას კისერზეა, რომ ხალხს წამლავს
“ის ხალხი, ვინც ჟურნალისტებს შეეხნენ, გაამწარეს ჟურნალისტებმა, თქვენ გეკუთვნით დაჭერა, ცემის მიზეზი ინგა გრიგოლიას კისერზეა, რომ ხალხს წამლავს”, – ამის შესახებ პოლიციის მთავარი სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ ,,თბილისი პრაიდის” კონტრაქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რაც მოხდა, იყო გამოწვეული ტელევიზიებისა და სოდომიტური ძალების [მხრიდან] ხალხის გამწარებითა და ცილისწამებით.
“ის ხალხი, ვინც ჟურნალისტებს შეეხნენ, გაამწარეს ჟურნალისტებმა. თქვენ გეკუთვნით დაჭერა, როცა პოლიცია არ გიჭერთ, ხალხი აღასრულებს თავის ნებით და ეს ხანდახან საკმაოდ მძიმე ფორმებში ხდება. ცემის მიზეზი, ინგა გრიგოლიას კისერზეა, რომ ხალხს წამლავს.
როდესაც ღარიბაშვილმა თქვა, რომ ის არ დაიცავს “თბილისი პრაიდის” მსვლელობას არცერთ ლოკაციაზე, რა თქმა უნდა, მე ეს გამეხარდა. მას შეეძლო, ეთქვა, რომ კი არ დავიცავ, დავაპატიმრებ, იმიტომ რომ ისინი აწყობენ პროვოკაციას, მაგრამ მაინც გამეხარდა, იმიტომ რომ ხალხი შეიცოდა, არ ყოფილიყო მსხვერპლი და არ მომხდარიყო ექსცესები. ხალხზე იზრუნა. ვიღაც სატანისტი “ელგებეტე” ევროპელი თუ ამერიკელი თუ ვინც გინდა იყოს, თუ გინდა კრემლი იყოს, ვიღაცის დაძალებით რაღაც არ გააკეთა.
რაც მოხდა, იყო გამოწვეული ტელევიზიების და სოდომიტური ძალების [მხრიდან] ხალხის გამწარებით და ცილისწამებით. ამათ ძალადობა არ აინტერესებთ, ათასი ძალადობაც მომხდარა, მკვლელობაც, სასტიკი, უარესი, მაგრამ როდესმე საელჩოები რამეს წერენ? მათი მიზანი არის ისე შეფუთონ თემა, რომ “ელგებედე დიქტატურა” დაამყარეს”, – განაცხადა ფალავანდიშვილმა.