კორონავირუსით ჩვილი გარდაიცვალა
კორონავირუსით 3 კვირის ჩვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ,,კვირას” ციციშვილის სახელობის კლინიკაში დაუდასტურეს.
,,ეს არ იყო ,,დელტა” შტამი. დაახლოებით, 3 კვირის ჩვილი კორონავირუსის ალფა შტამით გარდაიცვალა”, – განუცხადეს ,,კვირას” ციციშვილის კლინიკაში.
ამჟამად, ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 2 ჩვილია მძიმე მდგომარეობაში, ერთ-ერთ მათგანი, რომელსაც დელტა, ანუ ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდა, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან არის გადმოყვანილი.