თენგიზ ცერცვაძე: მოსახლეობამ შეზღუდვების გაუქმება აღიქვა, როგორც ერთგვარი სიგნალი, რომ ყველაფერზე შესაძლოა, უარი ითქვას, ეს შეცდომაა

“მოსახლეობამ შეზღუდვების გაუქმება აღიქვა, როგორც ერთგვარი სიგნალი, რომ ყველაფერზე შესაძლოა, უარი ითქვას, ეს შეცდომაა”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, შეზღუდვების გაუქმება მიმართულია ეკონომიკის აღდგენისა და ბიზნესის გაცოცხლების მცდელობისკენ.

„მოსახლეობამ შეზღუდვების გაუქმება აღიქვა, როგორც ერთგვარი სიგნალი, რომ ყველაფერზე შესაძლოა, უარი ითქვას. სწორედ ეს შეცდომა არ უნდა დაუშვას მოსახლეობამ. შეზღუდვების გაუქმება, რომელიც მიმართულია ეკონომიკის აღდგენისა და ბიზნესის გაცოცხლების მცდელობისა და იმისკენ, რომ მოსახლეობა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს, არ უნდა იქნეს აღქმული ისე, რომ ყველანაირ რეგულაციებზე შეგვიძლია, უარი ვთქვათ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები