ზაზა გახელაძე: ჩვენი პატრიარქისა და მთავრობის გვერდზე დგომით, ყველაფერი კარგად დამთავრდა

ზაზა გახელაძემ ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს.

“კარგად ვარ, არ ველოდი, თუ დღეს ეს მოხდებოდა. ღმერთის წყალობით, ჩვენი პატრიარქისა და მთავრობის გვერდზე დგომით, ყველაფერი კარგად დამთავრდა. დღეს ყველაფერი კარგად არის. დეტალურად რომ მოვყვე ყველაფერი, 1 თვე აქ მოგვიწევს დგომა და სახლში, დარწმუნებული ვარ, ჩემი შვილები მიყურებენ. ხვალ, ზეგ, მაზეგ ვისაუბროთ, არსად წასვლას აღარ ვაპირებ”, – განაცხადა გახელაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები