ექიმი: თუ მოსახლეობა არ დაიცავს რეკომენდაციებს, სავარაუდოდ, ეპიდსიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ექიმის, ინფექციონისტის, ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, თუ მოსახლეობა არ დაიცავს რეკომენდაციებს, სავარაუდოდ, ეპიდსიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება.

“ჩვენთან, ამ ეტაპზე, ეპიდსიტუაცია გაუარესებულია და თუ სწორ დასკვნებს არ გამოვიტანთ და არ იქნება შესაბამისი ღონისძიებები გატარებული და მოსახლეობა არ დაიცავს რეკომენდაციებს, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაუარესდება. ტალღაზე საუბარი ცოტა რთულია, თუმცა, თუ ასეთი დინამიკით გაგრძელდა ახალი შემთხვევების მატება და პლუს რეკომენდაციები არ შესრულდა, რა თქმა უნდა, შესაძლოა, მკვეთრად გაუარესდეს”, – განაცხადა გოგინავამ​.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები