თამარ გაბუნია: კორონავირუსით ინფიცირებული სამივე ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული სამივე ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

„მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა, როგორც იცით, უტარდებათ ინტენსიური მართვა. ჯერჯერობით, მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ვაკვირდებით და ციციშვილის კლინიკიდან მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ყოველდღიურ რეჟიმში ვიღებთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები