მეუფე ანტონი: ერთი ადამიანი დაიღუპა და რა ამბავში ხართ, ალბათ, კარგი იქნებოდა, მეთქვა, ღმერთმა აცხონოს მისი სული
“ერთი ადამიანი დაიღუპა და რა ამბავში ხართ, ალბათ, კარგი იქნებოდა, მეთქვა, ღმერთმა აცხონოს მისი სული”, – ასე მიმართა ჟურნალისტებს ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონიმ.
მან 5-6 ივლისის მოვლენების შეფასებისას ჟურნალისტები ძალადობაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.
“მე ვთქვი, ერთი ადამიანი დაიღუპა და რა ამბავში ხართ, ალბათ, კარგი იქნებოდა, მეთქვა, ღმერთმა აცხონოს მისი სული… შეტაკება რომ მომხდარიყო, სპეცტექნიკა რომ გამოეყვანათ და რასაც ითხოვდა ეს ელჩი, რომელიც დაგვიჯდა აქ და თითებს გვიქნევს, თვითონ მოძალადეები, აქეთ რომ გვიწოდებენ მოძალადეებს, ტვინი რომ გამოგირეცხეს ნარკოტიკებით და ფსიქოტროპული წამლებით, თვითონ მოძალადეებო აქეთ რომ გვეძახით მოძალადეებს, შეხედეთ, რას წერთ და რას აკეთებთ”, – განაცხადა მეუფე ანტონმა.