ანდრია ჯაღმაიძე – 5-6 ივლისზე: საპატრიარქომ რატომ უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა?!

“საპატრიარქომ რატომ უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა?!”,  – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე 5-6 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენების შეფასებისას აცხადებს.

მისივე თქმით, საპატრიარქოს მიმართ არის აღუწერელი სიძულვილის ენა.

“საპატრიარქომ რატომ უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა?! რომელი არაერთი მოწოდება იყო ძალადობაზე? ერთი იყო… მერე რაა, რომ მეუფე იაკობი იყო რუსთაველზე? მეც ვიყავი. ძალადობა ახლა არის, იმ მიტინგზე რაც ამ დღეებში ხდება, საპატრიარქოს მიმართ არის აღუწერელი სიძულვილის ენა. დღეს იქ ლექსო არავის აღარ აინტერესებს მგონი, ნუ, უმეტესობას არ აინტერესებს. მას დღეს წესს აუგებენ, პატრიარქთან უნდოდა მოსვლა. დარწმუნებული ვარ, მაგ მიტინგზე ლექსო არ მივიდოდა”, – თქვა ჯაღმაიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები